შალვა დადიანის სახელობის...

06/26/2012
odishitv-ის მიერ

შალვა დადიანის სახელობის დრამატულმა თეატრმა კიდევ ერთ ექსპერიმენტს უმასპინძლა.


ერთთვიანი მზადების შემდეგ შალვა დადიანის სახელობის დრამატულმა თეატრმა კიდევ ერთ ექსპერიმენტს უმასპინძლა. ამჯერად მაყურებელი შექსპირის ჰამლეტის სანახავად დარბაზში მოკალათდა და და ერთმოქმედებიანი კომედია თითქმის ერთი საათის განმავლობაში საკმაოდ საინტერესოდ აღიქვა.

სპექტაკლსში თითქოს ყველა ერთმანეთის მტერია. აქ 5 მსახიობი თეატრშივე თეატრის მნიშვნელობას აცოცხლებს. საბოლოო ჯამში კი, ორაზროვნების გარეშე ყველა არაკეთილსინდისიერი და არაპროფესიონალი მოთამაშე კვდება ისევე, როგორც ჰამლეტი . ადამიანი, რომელიც შეშლილის სახით „ეჭყანება\" უბედურებას და ამით ცდილობს მის განადგურებას.

სპექტაკლში ახალგაზრდა რეჟისორმა გიორგი პოჩხუამ საინტერესოდ გადაწყვიტა ცნობილი ფრაზის, „ყოფნა არყოფნის\"--ს გამოხატულება. ბოლო დროს მან მნიშვნელობა დაკარგა და მოძველდა,ამიტომაც ყოველივე ამის დასადასტურებლად რეჟისორი ფრაზას გაცვეთილ და დრომოჭულ გამოთქმად ნათლავს და ჰამლეტის ხელითვე წვავს სცენაირს შესაბამის ნაწილს. პრემიერამ ტეატრში სრული ანშლაგით ჩაიარა.
http://www.odishi.ge/
  / odishitv