ზუგდიდში ცენტრში მდებარე მარკეტ \"იალჩინის\" 20-ზე მეტი თანამშრომელი კუთვნილ ხელფასს ითხოვს. მათი თქმით, მაღაზია იხურება და მეპატრონეს საქონელი აღწერის გარეშე გააქვს, ამის შესახებ კი თანამშრომლებმა დღეს დილით გაიგეს. ისინი ამბობენ, რომ თუ ხელფასი დროულად არ დაერიცხებათ მაღაზიის მფლობელს საქონელს არ გაატანენ.
\" დღეს გავიგეთ, რომ მაღაზია იხურებოდა და საქონელი გააქვთ. არც აღწერას ატარებენ და არც ხელფასს გვირიცხავენ. გვითხრეს 15 რიცხვში არის ხელფასის დარიცხვაო, მაგრამ ამის არ მჯერა, იმიტომ რომ ეს არაა პირველი შემთხვევა. დღეს ხურავენ მარკეტს და დღესვე მოგვცენ ფული. თუ ახლავე არ დაგვარიცხეს, მერე არც გვაქვს იმედი\", - ამბობენ ისინი.
ადგილზე იმყოფება საიას იურისტი ჯემალ ჭკადუაც. მისი თქმით, \"იალჩინის\" თანამშრომლების მოთხოვნა სამართლიანია და ამის შესახებ მან \"იალჩინის\" ადმინისტარციასაც ესაუბრა.
\"ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ მაღაზიის კონსულტანტებს ყოველი თვის 15 რიცხვში ერიცხებათ ხელფასი და სწორედ ამ დროს მიიღებენ ისინი კუთვნილ თანხას. თუმცა მე მათ განვუმარტე, რომ თანამშრომლებს იმ დღესვე უნდა აუნაზღაურდეს გაწეული შრ4ომა, რა დროსაც დამქირავებელსა და დასაქმებულს შორის წყდება შრომითი ხელშეკრულება\", - თქვა ჭკადუამ.
ცნობისთვის, ზუგდიდში მაღაზია \"იალჩინი\" 2016 წელს გაიხსნა.
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...