პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - მელოგინე
გამოიწერეთ არხი :)
https://www.facebook.com/profile.php?...
მელოგინე
გაღიმებული გული მტკივა,
წვიმის მიტოვებულ დეფისებით.
პოეზიაში ტურისტი ვარ,
გზააბნეულობას გეფიცები!
ვუსმენ შოპენებს და ბოროდინებს,
წლებმა პოეზიას მიმათოვეს.
წერა - მეძავია მომლოდინე,
როცა მომინდება მივატოვებ!
ვიცი ხელმეორედ მიგიზიდავ
მაგრამ ვეღარ მივალ სისრულემდე.
მოდი, ამ დამპალი სიგიჟიდან
შევქმნათ უჩვეულო სისულელე!
მთელი დედამიწის ხედი მომწონს,
მაგრამ ჯდომა მიყვარს ზურგშექცევით.
თუნდაც მაჯისცემა შემიმოწმო;
არის უწინდელზე უკეთესი!
განცდა ბუნებისა მომესია,
მკვდრების გაჩუმებაც ანბანია.
მთელი დაწერილი პოეზია
ჩვენი გასაყოფი საბანია!
აწვიმთ ლექსებს საქართველოები,
ნამავს დანაკლისი გეორგინებს.
დანგრეულ ტაძარში გელოდები
შენი სიყვარულის მელოგინე!
მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2020 წ.
Michael's Blog 13-ის სხვა ვიდეოები
03:04
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - ლეტალური არ...
02:30
მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) - ბედის სიმძაფრე
02:55
მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) - თუკი ამქვეყნად სიყვარუ...
03:34
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - სიცოცხლეები
02:36
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) - ჩემი მთარგმნე...
04:11
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - რაღაცას ნიშ...
03:30
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - სიპატარავე
მსგავსი ვიდეოები
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - ლეტალური არსებობა
Michael's Blog 13
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - სიცოცხლეები
Michael's Blog 13
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) - ჩემი მთარგმნელი
Michael's Blog 13
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - ლოთი
Michael's Blog 13
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - რაღაცას ნიშნავს
Michael's Blog 13
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - სიპატარავე
Michael's Blog 13
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - Carpe Diem!
Michael's Blog 13
პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - მე ვარ სულ ოდნავ გასა...
Michael's Blog 13