დღეს მარიამობის ორკვირიანი მარხვა..
დღეს მარიამობის ორკვირიანი მარხვა დაიწყო. 14 აგვისტო არის მარიამობის მარხვის დასაწყისი. ეს მარხვა უძველესი დროიდან მოვიდა ჩვენამდე. თავისი მნიშვნელობით ის საშობაო და პეტრე-პავლობის მარხვაზე აღმატებულია ამ დღეს ტრადიციულად სრულდება აიაზმა,ხოლო ქალაქის ქუჩებში ჯვრებით ხატებითა და ბაირაღბით ხდება მსვლელობა. წმ. სიმეონ თესალონიკელი ამბობს: "აგვისტოში მარხვა დაწესებულია ღვთის სიტყვის ლოგოსის დედის საპატივსაცემოდ, რომელმაც უწყოდა რა ჟამი თვისი განსვენებისა, იღვწოდა და მარხულობდა ჩვენთვის, თუმცა თავად მყოფი წმიდა და შეუმწიკვლელი ამას არ საჭიროებდა. ის ლოცულობდა ჩვენთვის, როდესაც აპირებდა წუთისოფლიდან მარადისობაში გადასვლას, და მისი ნეტარი სული უნდა შეერთებულიყო მის ღვთაებრივ ძეს. ამიტომაც ჩვენ უნდა ვმარხულობდეთ და განვადიდებდეთ მას, ვბაძავდეთ მის ცხოვრებას, რათა ამით აღვძრათ ის ჩვენთვის ლოცვისა და მეოხებისათვის". მარიამობის მარხვა მთავრდება 28 აგვისტოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე. http://www.odishi.ge/ http://www.facebook.com/odishitv/
მსგავსი ვიდეოები
მართლმადიდებელი ეკლესია მარიამობის დღესასწაულს აღნიშნავს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ქართული ოცნების“ ლიდერები შეწყალების საკითხს ეხმაურებიან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მარიამობის დღესასწაული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტი ბორჯომში
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო ბიუროს პარტნიორების გამოკითხვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მარიამობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტის პასუხის შეწყალების საქმეზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ევროპული საქართველო“ საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster