„ქართული ოცნების“ ლიდერები შეწყალების საკითხს ეხმაურებიან
პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები პრეზიდენტის მიერ მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირების შეწყალების საკითხს ეხმაურებიან. პრემიერ-მინისტრი ხაზს უსვამს, რომ შეწყალება სახელმწიფოს მეთაურის დისკრეციული უფლებაა, თუმცა, გადაწყვეტილების მიღება არ უნდა ხდებოდეს პირადი მოტივებით. გიორგი გახარიას თქმით, მისთვის მიუღებელია პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება. პრეზიდენტის მიერ დამოუკიდებელი, თუმცა, ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანის ინფორმაციით, მარიამობის დღეს შეწყალებაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროს შორის კომუნიკაცია არ ყოფილა. მინისტრი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციები როგორც სამინისტროსთან, ისე ფსიქოლოგთან, სოციალურ მუშაკთან და ციხის ზედამხედველობასთან უნდა გაიაროს. საკითხს დედაქალაქის მერიც გამოეხმაურა. მმართველი გუნდში საკანონდებლო ცვლილებების აუცილებლობაზეც ლაპარაკობენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ევროპარლამენტართა მთავარ გზავნილს მმართველი გუნდი სრულად იზი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტის განცხადება - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტის განცხადება - გამოხმაურებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ქართული ოცნების" ლიდერები
info9 info99
„ქართული ოცნების" ლიდერები
info9 info99
ქართული ოცნების ლიდერები გიორგი გაბუნიას პუტინის გინებისთვის...
PalitraNews
ქართული ოცნების ლიდერები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუ...
PalitraNews
„ქართული ოცნების“ ლიდერები რეგიონებში
TV IMEDI