„ევროპული საქართველო“ საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

04.11.2019 01:34

ფრაქცია „ევროპული საქართველო“ საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. დადგენილების პროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება. პროექტში მითითებულია, რომ მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტის მიერ განხორციელებული შეწყალება გამოძიების საგანი უნდა იყოს, ვინაიდან მასში შესაძლო კორუფციული სქემა იკვეთება. მოთხოვნას მხარს უჭერენ ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ საქმე ჯერ პროკურატურამ უნდა გამოიძიოს. სალომე ზურაბიშვილის მიერ აგვისტოში განხორციელებულ შეწყალებას საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. შეწყალებულთა შორის არიან პოლიციელის მკვლელობისთვის, ასევე გიორგი ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული და ძებნილი პირები. საზოგადოების პროტესტის შემდეგ, პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ამჟამად კი პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეწყალების საკითხთან მიმართებაში, საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

გიორგი გახარია დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს
03:24

გიორგი გახარია დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
01:05

ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„თიბისი ბანკის“ საქმე - შეიქმნება თუ არა საგამოძიებო კომისია
02:15

„თიბისი ბანკის“ საქმე - შეიქმნება თუ არა საგამოძიებო კომისია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

20 ივნისის მოვლენების შეფასება და დაპირისპირება ოპოზიციაში

20 ივნისის მოვლენების შეფასება და დაპირისპირება ოპოზიციაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მმართველი გუნდის გზავნილები ოპოზიციას / ოპოზიციის კოლექტიური დღის წესრიგი ირღვევა #LIVE
01:04:05

მმართველი გუნდის გზავნილები ოპოზიციას / ოპოზიციის კოლექტიური...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადება
01:45

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა
00:36

„ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა
01:48

საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო