დღეს მარიამობის ორკვირიანი მარხვა..

08/15/2012
odishitv-ის მიერ

დღეს მარიამობის ორკვირიანი მარხვა დაიწყო.

14 აგვისტო არის მარიამობის მარხვის დასაწყისი. ეს მარხვა უძველესი დროიდან მოვიდა ჩვენამდე. თავისი მნიშვნელობით ის საშობაო და პეტრე-პავლობის მარხვაზე აღმატებულია ამ დღეს ტრადიციულად სრულდება აიაზმა,ხოლო ქალაქის ქუჩებში ჯვრებით ხატებითა და ბაირაღბით ხდება მსვლელობა.

წმ. სიმეონ თესალონიკელი ამბობს: \"აგვისტოში მარხვა დაწესებულია ღვთის სიტყვის ლოგოსის დედის საპატივსაცემოდ, რომელმაც უწყოდა რა ჟამი თვისი განსვენებისა, იღვწოდა და მარხულობდა ჩვენთვის, თუმცა თავად მყოფი წმიდა და შეუმწიკვლელი ამას არ საჭიროებდა. ის ლოცულობდა ჩვენთვის, როდესაც აპირებდა წუთისოფლიდან მარადისობაში გადასვლას, და მისი ნეტარი სული უნდა შეერთებულიყო მის ღვთაებრივ ძეს. ამიტომაც ჩვენ უნდა ვმარხულობდეთ და განვადიდებდეთ მას, ვბაძავდეთ მის ცხოვრებას, რათა ამით აღვძრათ ის ჩვენთვის ლოცვისა და მეოხებისათვის\".

მარიამობის მარხვა მთავრდება 28 აგვისტოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე.
http://www.odishi.ge/
http://www.facebook.com/odishitv/