კანდიდატთა შეფასება არ იქნება ობიექტური!
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განაცხადა რომ არ აქვს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევისათვის კანდიდატთა შერჩევის პროცესში მათი შეფასების და ქულათა მიკუთვნების ცხრილები და რომ შეფასება განხორციელდება საბჭოს წევრების მიერ სუბიექტურად, გუნება-განწყობის ან კანდიდატის მიმართ არსებული სიმპატია/ანტიპატიაზე დაფუძნებით. საბჭომ განაცხადა, რომ ვერავინ შეძლებს, გაზომოს თუ რამდენად ობიექტური იქნება საბჭოს წევრების გადაწყვეტილება.
მინდა მივმართო როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ასევე მთელს საზოგადოებას. იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ღიად აცხადებს, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევას ჩაატარებს არაობიექტურად, რაც ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია. შეგახსენებთ, რომ საბჭომ პარლამენტს უნდა წარუდგინოს დასამტკიცებლად 20 კანდიდატისგან შემდგარი სია. ეს ადამიანები პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ძააალიან დიდი ხნის ვადით.
საზოგადოებისათვის და ქვეყნისათვის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კომპლექტაცია ამ ეტაპზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, ყველაზე მნიშვნელოვანი თუ არა. ვინაიდან ყველა სამართლებრივი დავის საბოლოო დანიშნულების ადგილია და იმ შემთხვევაში თუ ამ ინსტიტუციაში იქნებიან სისტემის მიმართ (მნიშვნელობა არ აქვს რომელ სისტემაზე იქნება საუბარი) ლოიალური პირები - სამართალს უნდა დავემშვიდობოთ ასევე ძააალიან ბევრი წლით.
მე არ მინდა, რომ ჩემს ქვეყანაში ასეთი უპასუხისმგებლობა ხდებოდეს. არ მინდა და ყოვლად მიუღებელია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასე ღიად, წერილობით აცხადებდეს, რომ მოსამართლეთა შერჩევისას კანდიდატთა შეფასებისას არავითარი ობიექტური საზომი არ იქნება გამოყენებული, რომელიც შეიძლება მათემატიკურად იყოს გამოსახული. რომ კანდიდატმა შეიძლება მიიღოს 0 ქულა, მხოლოდ იმაზე დაფუძნებით, რომ საბჭოს წევრს ის არ მოსწონს, არ ესიმპატიურება ან უბრალოდ ცუდ განწყობაზეა დილიდან.
სკოლაში, უნივერსიტეტში, სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო ინსტიტუციებში ნებისმიერი ტესტისა თუ კონკურსისას, უნდა არსებობდეს, ობიექტურად გაზომვადი შეფასების მინიჭებისათვის განკუთვნილი ცხრილი. სხვა შემთხვევაში საუბარი ზედმეტია ობიექტურობაზე, გამჭვირვალობაზე და ღიაობაზე.
სირცხვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ასეთი დამოკიდებულებისათვის, სირცხვილი!
საზოგადოებამ - შენ, არ უნდა მოითმინოს ეს!
მოგმართავთ ყველას, ჩემს მეგობრებს, ნაცნობებს, უცნობებს, სამართლის სფეროთი დაინტერესებულ პირებს, მედიის წარმომადგენლებს - არ დაუშვათ ის, რის განხორციელებასა და ჩვენთვის თავზე მოხვევას აპირებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
დამატებით შერჩევის პროცესის შესახებ:
• გ. თუმანიშვილი. ტესტი უზენაეს სასამარ...