ნიკოლ ფაშინიანის განცხადება


საპროტესტო აქციების მიუხედავად, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს. სომხური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ათასობით ადამიანის შეკრების დროს, ნიკოლ ფაშინიანმა პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ წევრების ვიწრო წრე შეკრიბა და განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ გადასცემს ძალაუფლებას და ნებისმიერ ფასად შეინარჩუნებს მას. ყარაბაღის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისას ერევნის ცენტრში, მთავრობის შენობასთან ანტისამთავრობო აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ფაშინიანი აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღის გადაცემაში დაადანაშაულეს და პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს, შემდეგ მთავრობის შენობაში შეჭრა და პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. საპასუხოდ, უსაფრთხოების ძალებმა ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან