ზუგდიდში ევროპის კვირეული დაიწყო
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ზუგდიდში შუმანის დეკლარაციის 68-ე წლისთავს აღნიშნავს. დაგეგმილი ღონისძიებები მარათონით გაიხსნა, რომელიც ქალაქის მთავარი ხეივნის გასწვრივ გაიმართა. ღონისძიების დასრულებამდე ბულვარის მიმდებარედ ავტომობილების მოძრაობა შეძღუდული იყო. შეკრებილებს სიტყვით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის საველე ოფისის ხელმძღვანელმა მიმართა. მან შუმანის დეკლარაციაზე და ევროკავშირის მნიშვნელობაზე ისაუბრა. "დღეს ჩვენ დავიწყეთ ევროპის კვირეულის აღნიშვნა, ის რაც დაიწყო წინა-შაბათ კვირას მთელ ევროპაში. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ ევროპას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, ზოგადად მშვიდობისთვის და კონფლიქტების მოგვარებაში", - აღნიშნა ჰაკან რაპიმ. მისივე ცნობით, წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის სოფლებს. აქ მცხოვრები სკოლის მოსწავლეების ნახატების გამოფენა სახელწოდებით "ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები მუშაობის პროცესში" ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში 9 მაისს გაიმართება, სადაც კონკურსის გამარჯვებულიც გამოვლინდება. 68 წლის წინ, 1950 წლის 9 მაისს, მაშინდელმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რობერტ შუმანმა, გადადგა პირველი ნაბიჯი იმ ორგანიზაციის შექმნისკენ, რასაც დღეს ევროკავშირს ვუწოდებთ. 9 მაისს, შუმანის დეკლარაციის პრინციპების გათვალისწინებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს ევროპის დღეს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: / atinati1059 Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდში ევროპის დღე აღინიშნა.
odishitv
ზუგდიდში ევროპის დღეებს აღნიშნავენ
Radio Atinati
ზუგდიდში ევროპის დღე აღნიშნეს
Radio Atinati
"ევროპულმა საქართველომ" ზუგდიდში "ევროპის დღეები" აღნიშნა
Radio Atinati
ზუგდიდის საჭადრაკო სკოლას ესტუმრნენ ევროპის საჭადრაკო კავშირ...
ჭადრაკი ზუგდიდში ● Chess in Zugdidi
"გაცოცხლებული მე-19 საუკუნე" - "ევროპის მემკვიდრეობის დღეები...
Radio Atinati
ევროპის დღეებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიხსნა დღეს ზუგდ...
odishitv
ზუგდიდში ავეჯის მაღაზია ,,პანცილიონი“ გაიხსნა
Radio Atinati