მელიას სასამართლო / პარლამენტში არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია შეიქმნა #LIVE
02/17/2021
• პირდაპირ ეთერში გადაცემული მელიას სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე, საყოველთაო მობილიზაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, ოპოზიციის უპირობო მხარდაჭერა ნიკანორ მელიას და მხარეთა არგუმენტები;
• პარლამენტის გადაწყვეტილებით არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია შეიქმნა - ოპოზიციური ერთობა კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია, პარლამენტში შესული „მოქალაქეები“ კი კოლეგებს კომისიაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ; მმართველი გუნდი აცხადებს, რომ გეგმა „გაყალბებული არჩევნები“ ჩავარდა და ოპონენტებისგან გაყალბებასთან დაკავშირებული არგუმენტების წარმოდგენას ითხოვს; დაბარების შემთხვევაში, კომისიის სხდომაზე მისვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა ნებისმიერი პირისთვის სავალდებულოა; დასკვნის დასადებად კომისიას სამთვიანი ვადა აქვს;
• შეზღუდვებით დაზარალებული ბიზნესის მიმართვა პრემიერს და სარესტორნო სფეროს წარმომადგენელთა შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან - 9 ბიზნეს-ასოციაცია ე.წ. კომენდანტის საათის გადაწევას, რესტორნების დახურულ სივრცეში საქმიანობის უფლებას, მთის კურორტების გახსნას, სავაჭრო ობიექტების უქმე დღეებში მუშაობას და საგადასახადო შეღავათებს ითხოვს; ეკონომიკის მინისტრი ბიზნესის წარმომადგენლებს მიმართვის ტონს უწუნებს და აცხადებს, რომ ულტიმატუმის ენა მიუღებელია;
• დიდთოვლობა და უამინდობით გამოწვეული პრობლემები საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში - წაქცეული ხეები, ჩახერგილი გზები, შეფერხებული მოძრაობა და დაზიანებული ინფრასტრუქტურა თბილისსა და მაღალმთიან რეგიონებში; შესაბამისი სამსახურები დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების აღმოფხვრაზე მუშაობენ; სინოპტიკოსთა ცნობით, უამინდობა 21 თებერვლამდე შენარჩუნდება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.