ზურაბიშვილის შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან
პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ზურაბიშვილის განცხადებით, მან თავისი პრიორიტეტებისა და გეგმების გარდა, ელჩებს გააცნო პოსტი, რომელიც ნიკა გვარამიამ ფეისბუქზე დაწერა. მისი თქმით, ყველამ უნდა იცოდეს, როგორ იქცევა ერთ-ერთი ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი საარჩევნო კამპანიის დროს. შეგახსნებეთ, ნიკა გვარამიას მიერ გამოქვეყნებულ პოსტს: „ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს, ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, ყველა პოლიტიკოსი, რომელიც დაყვება და მხარს უჭერს, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ. ეს არ არის არც გამოხატვის თავისუფლების და არც პოლიტიკური გემოვნების საკითხი. ეს არის ქვეყნის ღია და დეკლარირებული მოღალატის დახმარება. დახმარება ქვეყნის ღალატში. ყველა ეს ადამიანი უნდა დავიმახსოვროთ და გვახსოვდეს მოღალატის გვერდში დამდგომი ხალხი და მათგან ყველაფერს უნდა ელოდოს ჩვენი სამშობლო. უნდა დავიმახსოვროთ და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან, იქნება ეს ბიზნესი, კულტურა თუ პოლიტიკა. ქვეყნის მოღალატე და მისი მოკავშირეები საჩვენებლად უნდა დაისაჯონ! მე პირადად ვაპირებ ამას მივუძღვნა საკუთარი თავი უახლოესი რამდენიმე წელი. ჯერ არჩევნების წაგებაში ძალიან დავეხმარები მოღალატე სალომეს (აუცილებლად წააგებს) და მერე მივუბრუნდები მის დამხმარეებს“. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სალომე ზურაბიშვილი დიპლომატებს შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზურაბიშვილი-მაკრონის შეხვედრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტის ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტის შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან
Formula News
ზურაბიშვილი-მაკრონის შეხვედრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პრეზიდენტი დღეს იენს სტოლტენბერგს შეხვდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქრონიკა 09:00 საათზე - 7 ივნისი, 2022 წელი
TV IMEDI