ზურაბიშვილი-მაკრონის შეხვედრა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ემანუელ მაკრონთან საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე ძალიან სასარგებლო საუბარი ჰქონდა. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, მას სჯერა, რომ ევროპული გზა არის საქართველოს მომავალი და ის განაგრძობს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას ამ მიმართულებით. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს მართავს. მთავრობამ მას ვიზიტების განხორციელებაზე უარი უთხრა. პრეზიდენტის გადაწყვეტილება კი, მაინც წასულიყო ევროპელ ლიდერებთან შესახვედრად, მმართველი გუნდის მხრიდან მისი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მიზეზი გახდა არგუმენტით, რომ სახელმწიფოს პირველი პირი განზრახ და უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ზურაბიშვილი-მაკრონის შეხვედრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზურაბიშვილი-მაკრონის შეხვედრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზურაბიშვილი-მაკრონის შეხვედრა - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრშ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სალომე ზურაბიშვილისა და ემანუელ მაკრონის პრესკონფერენცია
TV IMEDI
სალომე ზურაბიშვილის, დონალდ ტრამპისა და ემანუელ მაკრონის შეხ...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ელისეს სასახლეში სალომე ზურაბიშვილისა და ემანუელ მაკრონის პი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster