სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდება

17.02.2019 01:09

სამუშაო ვიზიტს იწყებს დღეიდან საფრანგეთში სალომე ზურაბიშვილი. ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის პრეზიდენტები თანამშრომლობის დეკლარაციას მოაწერენ ხელს. ეს არის დოკუმენტი „ფრანგულ-ქართული, დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის“ დაფუძნების შესახებ, რომლის საფუძველზეც, ქვეყნებს შორის დიალოგს ინსტიტუციური ხასიათი მიეცემა და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავა. საფრანგეთში ვიზიტისას, სალომე ზურაბიშვილი, ქართულ დიასპორასთან შეხვედრასაც  გეგმავს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო