საქართველოში ფართომასშტაბიანი კვლევა იწყება
საქართველოში ფართომასშტაბიანი კვლევა იწყება, რომელიც ოჯახების, ბავშვებისა და ქალების მდგომარეობას შეაფასებს. კვლევის შედეგად შეგროვდება მაღალი ხარისხის და საერთაშორისო დონეზე შედარებადი მონაცემები ოჯახების, ბავშვებისა და ქალების მდგომარეობის შესახებ ქვეყნის მასშტაბით. კვლევა ასევე შეამოწმებს წყლის ხარისხს და შეისწავლის ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობას. ბავშვების სისხლში ტყვიის დასადგენად, კვლევაში 2-7 წლის 1500-მდე ბავშვი მიიღებს მონაწილეობას. სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი დონის დადგენის შემთხვევაში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კვლევის მონაწილეებს უფასო კონსულტაციას გაუწევს. კვლევას სტატისტიკის ეროვნული სამსახური გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ტექნიკური და ფინანსური დახმარებით ჩაატარებს. მონაცემების შეგროვების საველე სამუშაოები 20 სექტემბერს დაიწყება და 20 დეკემბრამდე გაგრძელდება. კვლევა 14 000-ზე მეტ შინამეურნეობაში თბილისსა და საქართველოს 10 რეგიონში ჩატარდება. შედეგები 2019 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
აღმოსავლეთ უკრაინის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბულია
ამერიკის ხმა
მთავრობის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არემჯის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროგრ...
RMG・არემჯი
SLR ბრიტანეთის განყოფილებამ, ბახვი 1 ჰესის საპროექტო ტერიტორ...
Guriis Moambe
კვლევების ეროვნულმა ცენტრმა შედეგები წარადგინა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Flight over Bagrati Cathedral | ფრენა ბაგრატის საკათედრო ტაძ...
AraGviani
7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ორსულებისთვის გრიპის საწინააღმდეგო აცრა მთელი ქვეყნის მასშტა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster