SLR ბრიტანეთის განყოფილებამ, ბახვი 1 ჰესის საპროექტო ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნების შესწავლა დაიწყო
პრესრელიზი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის SLR ბრიტანეთის განყოფილებამ, ბახვი 1 ჰესის საპროექტო ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნების შესწავლა დაიწყო კომპანია სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI -ის მენეჯმენტმა, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია SLR–თან ხელშეკრულება გააფორმა. SLR-ის საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი საერთაშორისო გარემოსდაცვითი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც აერთიანებს 1,600-მდე კონსულტანტს ბრიტანეთის, საფრანგეთის, ირლანდიის, აშშ-ს, კანადის, ავსტრალიისა და სამხრეთ აფრიკის ოფისებში (https://www.slrconsulting.com/) SLR-ის ბრიტანეთის ოფისი კი, SLR-ის საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის წევრია. სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI-სა და SLR-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, საერთაშორისო კომპანიის ბრიტანეთის ოფისის წამყვანი კონსულტანტი, ნიკოლა ფოლკსი, მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი მცირე ჰიდროელექტროსადგურის, ბახვი 1 ჰესის საპროექტო ტერიტორიაზე, ბიომრავალფეროვნების კვლევას ხელმძღვანელობს. ბიომრავალფეროვნების შესწავლა დაგეგმილია შემდეგი კვლევების ჭრილში: წყლის სახეობები, ძუძუმწოვრები, ფრინველები, ამფიბიები და რეპტილიები, ღამურები, ფლორა, სოკოები და ტყის საფარი. ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების კვლევის განუყოფელი ნაწილია, შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების შემუშავება, ასვე, მოხდება ბიომრავალფეროვნების სამოქმედო გეგმის და კრიტიკული ჰაბიტატების კვლევის მომზადება. ნიკოლა ფოლკსი საქართველოს სტუმრობდა და ბახვი 1 ჰესის საპროექტო ტერიტორია შეისწავლა. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც მასთან, მისი საქართველოში ვიზიტის დროს ჩავწერეთ. კითხვა: რა არის კომპანია SLR-ის კომპეტენცია და სამუშაო გამოცდილება? ნ. ფოლკსი: საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია ეს-ელ-არს 1600 პროფესიონალი ემსახურება. ამ ეტაპზე, ბევრ პროექტზე ვმუშაობთ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. მათ შორისაა საქართველო. ჩვენ ვგეგმავთ და ვახორციელებთ გარემოზე ზემოქმედების შეფასებების კვლევებს, რომლის საფუძველზეც, პროექტების განმახორციელებლებისთვის, ვწერთ ბიომრავალფეროვნების და ყველა საყურადღებო სახეობების შეფასებებს. ასევე, ბიომრავალფეროვნების სამოქმედო გეგმებს. კითხვა: რა სახის კვლევებს აკეთებთ ბახვი 1 ჰესის პროექტის ფარგლებში? ნ.ფოლკსი: ბახვი 1 ჰესისთვის ჩვენ ვაკეთებთ ყოვლისმომცველ საფუძვლიან კვლევას, რათა განვსაზღვროთ რა ტიპის ბიომრავალფეროვნება გვაქვს მოცემულ არეალში. კვლევის ფარგლებში ჩვენ ვსწავლობთ წყლის ბიომრავალფეროვნების სახეობებს, ძუძუმწოვრებს, ფრინველებს, რეპტილიებსა და ამფიბიებს, ასევე, ვიკვლევთ ფლორას, სოკოებს და ვახდენთ ტყის საფარის შესწავლას. პროექტის არეალში უკვე განვათავსეთ ფოტო ხაფანგები, გვინდა დავაფიქსიროთ შესაბამისი მონაცემები. როგორც ხედავთ, ბახვი 1 ჰესის პროექტისთვის ვახორციელებთ ფართომასშტაბიან კვლევას, რომელიც მოიცავს მცენარეულ საფარსაც, ამისთვის კი ხდება საპროექტო ტერიტორიის სრული მოცვა. კითხვა: რა მეთოდოლოგიას იყენებთ კვლევისას? ნ.ფოლკსი: მეთოდოლოგია, რასაც ჩვენ ვიყენებთ, ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს და აღიარებულია საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის მიერ. კვლევის პროცესში ხდება ჩვენს მიერ მოკვლეული ადგილების მარკირება და მონაცემების შეგროვება სეზონურობის გათვალისწინებით. საბაზისო მონაცემები არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ ეს მონაცემები გვაწვდის ყველაზე ფასეულ ცნობებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მომზადებისას. კრიტიკული ჰაბიტატის შესწავლის დროსაც ვიყენებთ საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის მიერ შემუშავებულ გზამკვლევს. ეს ორი კვლევა ერთობლიობაში, გვაძლევს საშუალებას, მოვამზადოთ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პროექტის განმახორციელებელთან, ვფლობთ ინფორმაციას, როგორ არის დაგეგმილი პროექტი, სად რა მოქმედებები უნდა განხორციელდეს და სად არის სამუშაოების ძირითადი ადგილები. ასეთი ტიპის შესწავლით, სურათს მთლიანობაში ვხედავთ და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტიც რეალისტური და ინფორმაციული გამოდის. ჩვენს მიერ მომზადებული დოკუმენტის მიზანია დავინახოთ რა ხარისხის ზემოქმედება მოხდება გარემოზე. კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით ხდება შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების დაგეგმვა, რაც გულისხმობს გარკვეულ იერარქიას, დაწყებული ზემოქმედების თავიდან აცილებით, შემდეგ მისი შემცირებით და შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების გატარებით. ამ იერარქიის დაცვის მიზანი ერთია: ეფექტიანი შემარბილებელი ღონისძიებების გატარებით მივაღწით საუკეთესო შედეგს გარემოს დაცვის მენეჯმენტის კუთხით.
Guriis Moambe-ის სხვა ვიდეოები
14:10
საზოგადოებისა და "ალტ-ინფოს" მორიგი დაპირისპირება
08:23
არჩილ თალაკვაძე სკანდალში გაეხვა - მას სიცრუეში ად...
00:53
უბანზე დაკარგული საარჩევნო ბეჭედი და ჩხუბი "ოცნება...
01:16
ოზურგეთში რამდენიმე წუთის წინ ბაქრაძის ბილბორდი და...
17:31
"ფლიპ-კამერის" სტუმარია ნინო ბურჯანაძის გურიის რეგ...
09:06
გიორგი გახარიამ ოზურგეთის მერობის კანდიდატი წარადგ...
26:10
გიორგი ჩხაიძე - რა იგეგმება გურიაში უახლოეს მომავა...
მსგავსი ვიდეოები
SLR ბრიტანეთის განყოფილებამ ბახვი 1 ჰესის საპროექტო ტერიტორი...
Guria News გურია ნიუსი
საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის SLR ბრიტანეთის განყოფილ...
CCEH
,,ოქროს კვეთის" საგამოფენო დარბაზი
Nana Datashvili
საბურთალო ჰილსი - მდებარეობა
Saburtalo Hills
მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024 Systematic Land Registratio...
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
Boss is Back (Solo vs Solo) Pubg Mobile Metro Royale Chapter...
ERENBEY
Metro Royale: We hid what we collected
Cihat UnqaLed
Metro Royale:— Arkamdan Sıkan adamı affettim vurmadım ——-
Cihat UnqaLed