უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის პარტიამ გაიმარჯვა

09.04.2018 00:57

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის პარტიამ გაიმარჯვა. ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესმა” ამომრჩეველთა ხმების თითქმის 50%-ი მიიღო. ეს ნიშნავს, რომ 54 წლის ორბანი, სავარაუდოდ, მეოთხედ დაიკავებს უნგრეთის მთავრობის მეთაურის თანამდებობას. მისი კოალიცია კი 199-ადგილიან პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას შეინარჩუნებს.

არჩევნების შედეგების გასაჯაროების შემდეგ, მეორე და მესამე ადგილზე გასული ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა თანამდებობა დატოვეს. როგორც ვიქტორ ორბანმა არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, უნგრელებს უკვე აქვთ შესაძლებლობა დაიცვან საკუთარი თავი და სამშობლო.

ვიქტორ ორბანი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2010 წლიდან იკავებს.

გაზიარება:
SkillHub

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო