40 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა


40 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს, აღკვეთის ღონისძიების სახით, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული ეგვიპტის მოქალაქეა. 20 წლის მამაკაცი დუმილის უფლებას იყენებდა. შეგახსენებთ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ თბილისში, დიდ დიღომში ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საქართველოს მოქალაქეს, 40 წლის ქალს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. მამაკაცი ამავე ბინაში აიყვანეს. დაკავების მომენტში მან წინააღმდეგობის გაწევა სცადა, თუმცა მას ამის შესაძლებლობა არ მიეცა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან