გალიფ ოზთურქს ბათუმის საქალაქო სასამართლომ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

27.02.2023 00:38

გალიფ ოზთურქს ბათუმის საქალაქო სასამართლომ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბიზნესმენი მოსამართლემ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის ნაწილში დამნაშავედ ცნო. ადვოკატი განაჩენის გაპროტესტებას გეგმავს სააპელაციო სასამართლოში. განაჩენით უკმაყოფილო არიან ბიზნესმენის მფლობელობაში არსებული კომპანიის თანამშრომლებიც. პროკურატურა ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვა-მოხმარებას ედავება. პარალელურად, გალიფ ოზთურქს კიდევ ერთი ბრალდება აქვს წარდგენილი, რომელიც ფინანსურ დანაშაულს უკავშირდება. აღნიშნული საქმის განხილვა მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: