ბრალის წარდგენა

02.06.2022 01:29

თურქი ბიზნესმენის, გალიფ ოზთურქისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე, ბათუმის საქალაქო სასამართლო, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში იმსჯელებს. ბიზნესმენს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინეს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობს, საუბარია 7 გრამზე მეტ კოკაინზე - ამის შესახებ ოზთურქის ადვოკატებმა განაცხადეს. დაცვის მხარე ბრალდებას კატეგორიულად არ ეთანხმება. ბრალი 8-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიება გრძელდება და არაა გამორიცხული მას ბრალდება სხვა მუხლებითაც წარედგინოს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
BacklinkLog