სემეკ-ი „თელმიკოს“ და „თელასს“ შეამოწმებს
სემეკ-ი „თელასსა“ და „თელმიკოში“ მონიტორინგის ჩასატარებლად შედის. მიზეზი იმ ათეულობით მოქალაქის პრეტენზიებია, რომლებიც დეკემბერსა და იანვარში მიღებულ დარიცხვის ქვითრებს აპროტესტებენ. აბონენტთა ნაწილის მტკიცებით, ბოლო ორ თვეში მიღებულ ქვითრებში დაფიქსირებული ჩვენებები მრიცხველების ჩვენებას არ ემთხვევა და გადასახადები ხელოვნურად გაზრდილია. საჩივრების შესწავლის შემდეგ მარეგულირებელმა კომისიამ კომპანიების შემოწმების გადაწყვეტილება მიიღო. მონიტორინგი „თელასიდან“ და „თელმიკოდან“ გარკვეული მონაცემების და დოკუმენტაციის გამოთხოვას გულისხმობს. თუ არასწორი დარიცხვების სისტემური დარღვევები გამოვლინდება, სემეკ-ი შესაბამისი სანქციების ამოქმედებას გეგმავს. მოქალაქეთა პრეტენზიები 2021 წლის ბოლოს, ანუ მას შემდეგ გახშირდა, რაც დარიცხვის ერთიანი სისტემა ამოქმედდა. არ არის გამორიცხული, რომ „თელასის“ და „თელმიკოს“ მსგავსად სპეციალური ჯგუფი წყალმომარაგების კომპანიაშიც შევიდეს, რადგან მომხმარებლების ნაწილი ანალოგიურ პრეტენზიებს წყლის გადასახადებთან დაკავშირებითაც გამოთქვამენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სემეკ-ი „თელმიკოს“ და „თელასს“ ამოწმებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სემეკი „თელმიკოსა“ და „თელასს“ შეამოწმებს
TV IMEDI
სემეკი „თელმიკოსა“ და „თელასს“ შეამოწმებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქრონიკა 11:00 საათზე - 3 თებერვალი, 2022 წელი
TV IMEDI
საჩივრების გამო, „თელმიკოსა“ და „თელასს“ სემეკი შეამოწმებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სემეკი „თელასსა“ და „თელმიკოს“ შეამოწმებს - შესაძლოა GWP-შიც...
Business Media Georgia
სემეკ-ი „თელასსა“ და „თელმიკოში“ შევიდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სემეკმა "თელასისა" და "თელმიკოს" შენოწმება დაიწყო
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia