სემეკ-ი „თელმიკოს“ და „თელასს“ ამოწმებს
„თელასსა“ და „თელმიკოში“ მომდევნო კვირიდან შემოწმების პროცესი იწყება. მოქალაქეთა ათეულობით საჩივრის შესწავლის შემდეგ სემეკ-ში შექმნილი სამუშაო ჯგუფი კომპანიებში შევა და ადგილზე შეისწავლის, რამდენად სწორად მოხდა დეკემბერსა და იანვარში მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა და აბონენტებისთვის შესაბამისი ქვითრების გაგზავნა. საჩივრებში, რომლებიც წყალმომარაგების და ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში ბოლო ერთ თვეში გაიგზავნა, მოქალაქეები ქვითრებში დაფიქსირებულ გადასახადებს აპროტესტებენ. მომხმარებლებს ეჭვი აქვთ, რომ თანხა ხელოვნურად არის გაზრდილი. გაფრთხილება, ფინანსური სანქციები თუ დროებითი მმართველის დანიშვნა - აღმოჩენილი დარღვევების მასშტაბურობაზე იქნება დამოკიდებული, რა სადამსჯელო ზომებს მიიღებს სემეკი კომპანიების მიმართ. შემოწმება 3 მარტს დასრულდება. სწორედ არაზუსტი დარიცხვების გამო „თელმიკო“ და „თელასი“ თვეების წინ სოლიდური თანხით დააჯარიმეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ქრონიკა 17:00 საათზე - 7 თებერვალი, 2022 წელი
TV IMEDI
ქრონიკა 20:00 საათზე - 7 თებერვალი, 2022 წელი
TV IMEDI
სემეკი კი „თელასსა“ და „თელმიკოშია“
TV IMEDI
სემეკ-ი „თელმიკოს“ და „თელასს“ შეამოწმებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სემეკ-ი „თელასსა“ და „თელმიკოში“ შევიდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სემეკის გაფრთხილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სემეკი „თელმიკოსა“ და „თელასს“ შეამოწმებს
TV IMEDI
სემეკი „თელმიკოსა“ და „თელასს“ შეამოწმებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster