სემეკ-ი „თელმიკოს“ და „თელასს“ შეამოწმებს
02/02/2022
სემეკ-ი „თელასსა“ და „თელმიკოში“ მონიტორინგის ჩასატარებლად შედის.
მიზეზი იმ ათეულობით მოქალაქის პრეტენზიებია, რომლებიც დეკემბერსა და იანვარში მიღებულ დარიცხვის ქვითრებს აპროტესტებენ. აბონენტთა ნაწილის მტკიცებით, ბოლო ორ თვეში მიღებულ ქვითრებში დაფიქსირებული ჩვენებები მრიცხველების ჩვენებას არ ემთხვევა და გადასახადები ხელოვნურად გაზრდილია. საჩივრების შესწავლის შემდეგ მარეგულირებელმა კომისიამ კომპანიების შემოწმების გადაწყვეტილება მიიღო. მონიტორინგი „თელასიდან“ და „თელმიკოდან“ გარკვეული მონაცემების და დოკუმენტაციის გამოთხოვას გულისხმობს. თუ არასწორი დარიცხვების სისტემური დარღვევები გამოვლინდება, სემეკ-ი შესაბამისი სანქციების ამოქმედებას გეგმავს. მოქალაქეთა პრეტენზიები 2021 წლის ბოლოს, ანუ მას შემდეგ გახშირდა, რაც დარიცხვის ერთიანი სისტემა ამოქმედდა. არ არის გამორიცხული, რომ „თელასის“ და „თელმიკოს“ მსგავსად სპეციალური ჯგუფი წყალმომარაგების კომპანიაშიც შევიდეს, რადგან მომხმარებლების ნაწილი ანალოგიურ პრეტენზიებს წყლის გადასახადებთან დაკავშირებითაც გამოთქვამენ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.