შეხვედრა რადიაციული უსაფრთხოების საკითხებზე I პულსი TV

06/21/2018
GSA-ის მიერ

2016 წლის 7 ივლისს, საქართველოს მთავრობის #317 დადგენილება, ტექნიკური რეგლამენტი –სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნები დამტკიცდა. ტექნიკური რეგლემანტით სამედიცინო საქმიანობაში რადიაციული უსაფრთხოების ნორმები განისაზღვრა და მოთხოვნები ევროკავშირის დირექტივებთან მოვიდა შესაბამისობაში. მოთხოვნები ვრცელდება სტომატოლოგიურ დაწესებულებებზეც.

2018 წლის 20 აპრილს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 592 - ე მუხლში შეტანილ იქნა ცვლილებები. აღნიშნული მუხლი მაიონებელი გამოსხივების წყაროებით სარგებლობის წესების დარღვევას არეგულირებს. ცვლილება ამოქმედდა 2018 წლის 10 მაისიდან.

ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, 6 ივნისს, 18 საათზე, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ოფისში სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი, სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, სტომატოლოგიური კლინიკების ხელმძღვანელებს ან / და რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმეგებელ პირებს შეხვდება. სტომატოლოგიის ცენტრ \"ალბიუსის\" ბაზაზე ჩატარდება იმიტირებული ინსპექცია, განხილული იქნება ბარიერული დაცვის საშუალებები, დოკუმენტაციის წარმოების წესები, საერთაშორისო და ნაციონალური მოთხოვნები და რეკომენდაციები, პერსონალის და პაციენტების რადიაციული უსაფრთხოების / დაცვის საკითხები.

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია მონაწილეებს გააცნობს ნაციონალურ გაიდლაინს \"რადიაციული უსაფრთხოება სტომატოლოგიაში\" და განსახილველად გადასცემს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს.

ვიდეოები „GSA"-ისგან