უჸვაიჭარობაშ სონეტი - გიორგი ხულორდავა (მეგრული ლექსი)
/ megrelianlanguage - შემოგვიერთდით მეგრული ენის გვერდზე! ამ უიღბლობას დავემდურეთ, შენივთდნენ წლები, თავს გვადგას წვიმით გაჟღენთილი მწვანე ფერდობი, თუ კვლავ შეხვედრა მოისურვე, თუკი მენდობი, მაშინ, იცოდე, მარადიულ განთიადს ვხვდებით. მოკაზმულია, ვით სიმდიდრე, ძვირფასი ქვებით, თუმც დროის ბადე მოგვახვიეს უიმედობით, ნუ გიხარია, გზაც არა ჩანს ჟამთა ხელობით, მარადისობის გარეთ უნდა იტანჯო ნებით. ვიცი, ბევრსა აქვს წაკითხული ჩვენთვის მორალი, ნათელცხებული, ჟამთასრბოლამ როგორ მოგცელა და მიირწევა დრო წარსულით ნაამბორალი, სად ჩაინავლა მზის სხივები, როგორც ოცნება? მე მომაქვს წლები, აღარ იძვრის ჩვენი ბორანი, მარტიც მომადგა, ყველა ფიქრი დამიოსდება. უიღბლობის სონეტი (თარგმანი ავტორისვე) megruli leqsi megruli leksi მეგრული ლექსი megruli poezia
KolkhiTV-ის სხვა ვიდეოები
TV იმედის სიუჟეტი - "ჩქინი ნინა" - მეგრული დედაენ...
ჩე ჯა - თეონა მოსია (მეგრული ჯაზი) - Che Ja - Teo...
თეონა მოსია - მაფშალია (ახალი ვიდეო კლიპი) - Teona...
მაფშალია - თეონა მოსია (Mapshalia - Teona Mosia)
სოფო ბედია და ელენე ფოჩხუა - სკან გოლუა (Sofo Bedi...
megruli simgera მეგრული სიმღერების პოპური
თემურ და ელიზა ბოჯგუები - მარტვილი мегрельская пе...
ნანაშ ნინა - რამაზ კუპრავა