TV იმედის სიუჟეტი - "ჩქინი ნინა" - მეგრული დედაენა
https://www.facebook.com/megrelianlan... - შემოგვიერთდით მეგრული ენის გვერდზე! ჩქინი ნინა, ანუ დედაენა (ჩვენი ენა) – ასე ჰქვია მეგრული ენის სახელმძღვანელოს, რომლის ავტორიც გალში მცხოვრები ნარგიზა ბასარიაა. როსტოვში დაბეჭდილი წიგნის ტირაჟი ხუთასს აღწევს და, როგორც ირკვევა, მისი პრეზენტაციაც გალის სკოლებში უკვე მოეწყო. წიგნი მეგრულია, თუმცა ქართული ასოებითაა შედგენილი. ავტორს ფილოლოგიური განათლება თბილისში აქვს მიღებული, ამჟამად კი გაზეთ “გალის” მეგრული ენის განყოფილების კორესპონდენტია. გალში მოქმედი 30-მდე ქართული სკოლიდან წიგნით არავინ დაინტერესებულა, დაინტერესების შემთხვევაში კი აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა გააპროტესტებს. ნანუკა ქაჯაია გიამბობთ, რა პერსპექტივა აქვს “ჩქინი ნინას” სავალდებულო სახელმძღვანელოდ ქცევას?
KolkhiTV-ის სხვა ვიდეოები
TV იმედის სიუჟეტი - "ჩქინი ნინა" - მეგრული დედაენ...
ჩე ჯა - თეონა მოსია (მეგრული ჯაზი) - Che Ja - Teo...
თეონა მოსია - მაფშალია (ახალი ვიდეო კლიპი) - Teona...
მაფშალია - თეონა მოსია (Mapshalia - Teona Mosia)
სოფო ბედია და ელენე ფოჩხუა - სკან გოლუა (Sofo Bedi...
megruli simgera მეგრული სიმღერების პოპური
თემურ და ელიზა ბოჯგუები - მარტვილი мегрельская пе...
ნანაშ ნინა - რამაზ კუპრავა