იტალიის პრემიერ-მინისტრი გადადგა
იტალიის პრემიერ-მინისტრი გადადგა. მარიო დრაგიმ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებით პრეზიდენტს უკვე მიმართა. მატარელას ოფისში აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტმა ცნობად მიიღო პრემიერის გადადგომა და მარიო დრაგის მთავრობის მეთაურის მოვალეობის შესრულება სთხოვა. მიმდინარე კვირის დასაწყისში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სერჯიო მატარელა პარლამენტის დათხოვნას და ოქტომბერში ვადამდელი არჩევნების დანიშვნას გეგმავს. დღეს პრეზიდენტს პარლამენტის ორივე პალატის სპიკერებთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი. იტალიის მმართველი კოალიცია მას შემდეგ დაიშალა, რაც 20 ივლისს, დრაგის ძირითადმა კოალიციურმა პარტნიორებმა არ მიიღეს მონაწილეობა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრაში, რაც მიუთითებს ხელისუფლებაში პოლიტიკურ განხეთქილებაზე, რომელიც უკვე 18 თვეა მიმდინარეობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი თანამდებობიდან გადადგა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კატეგორიულად...
Georgian Government
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინ...
Georgian Government
საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროები...
Georgian Government
ევროპის ქვეყნების ლიდერები კიევში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ორი წელი უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებების დაწყებიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჰეშთეგი - საქართველოს როლი ახალ გეოპოლიტიკურ კონტექსტში
Ajara TV
იტალიას პირველი ქალი პრემიერი ჰყავს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster