ჯანდაცვის სექტორს 60 ათასამდე კოვიდინფიცირებულის მართვა უწევს


ჯანდაცვის სექტორს 60 ათასამდე კოვიდინფიცირებულის მართვა უწევს. ყოველდღიურად იზრდება მძიმე პაციენტების რაოდენობა. ამ დროისთვის ვირუსული გართულებებით 1 547 მოქალაქე გვყავს, მათგან 336-ს ხელოვნური სუნთქვის აპარატი სჭირდება.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კიდევ 48 ადამიანი გარდაიცვალა, ვირუსი დაუდასტურდა 3 803 პირს. მონაცემები გუშინდელთან შედარებით შემცირებულია, თუმცა, სპეციალისტები დამშვიდების საფუძველს ვერ ხედავენ. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 11,3%-ით განისაზღვრა, რაც საკმაოდ მაღალი ნიშნულია. დღეს აღრიცხული ფაქტებიდან თბილისში გამოვლენილია 1 425 შემთხვევა, შემდეგია აჭარა 598 ახალი ინფიცირებულით, იმერეთი - 506, 327-ია კახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში 246.

მასობრივი იმუნიზაციის გარეშე, მედიკოსები სიტუაციის გაუარესებას პროგნოზირებენ. 22 აგვისტოს მონაცემებით, სულ ჩატარებულია 962 165 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 286 187 ადამიანი – რაც მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 10%-ია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან