მიხეილ გომიაშვილი მახათას პანთეონში დაკრძალეს


„თეატრი არის ჩემი ცხოვრება, ის ცოცხალი ორგანიზმია, რა თქმა უნდა ვერ გავძლებ თეატრის გარეშე“ - ეს ნაწყვეტია მიშა გომიაშვილის ერთ-ერთი ტელეინტერვიუდან.
მიუხედავად იმისა, რომ 20-მდე კინოროლი აქვს შესრულებული, ფილმებს ყოველთვის სპექტაკლებს ამჯობინებდა. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა მაყურებელს თავი გამორჩეული და სახასიათო როლებით შეაყვარა. წლების განმავლობაში მუშაობდა არაერთ ცნობილ რეჟისორთან. მიღებული აქვს „ოქროს ნიღბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „ART-ხელოვნება“.
მიშა გომიაშვილი 12 სექტემბერს 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დღეს მახათას პანთეონში დაკრძალეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან