კოტე მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრი - ATR - ხელოვნება


პრემიერა შედგა 1999 წლის 2 ოქტომბერს.

გადმოაქართულა - თამაზ გოდერძიშვილმა
დამდგმელი რეჟისორი - თემურ ჩხეიძე
მხატვარი - იური გეგეშიძე
კომპოზიტორი - გივი გაჩეჩილაძე
მონაწილეობენ:
ზურა ყიფშიძე, მიხეილ გომიაშვილი, ალეკო მახარობლიშვილი.


„მე ვარ მე, იმიტომ, რომ შენ ხარ შენ და შენ ხარ შენ, იმიტომ, რომ მე ვარ მე...“ ფრანგი დრამატურგის იასმიან რიზას ეს სიტყვები, რომელსაც თამაზ გოდერძიშვილის გადმოქართულებულ ვერსიაში სპექტაკლის გმირი ვანიჩკა(ალეკო მახარობლიშვილი) უკვე 30 წელზე მეტია მაყურებლის გემრიელი სიცილის ფონზე წარმოთქვამს, ადამიანებს შორის საერთო ენის გამონახვის და ურთიერთ გაგების ფორმულას წარმოადგენს. სამი სრულიად განსხვავებული ხასიათის და გემოვნების მეგობარი, თემურ ჩხეიძემ ეგზისტენციალურ გარემოში, დეკორაციის გარეშე დადგმულ სპექტაკლში მოახვედრა, სადაც მხოლოდ ერთი დიდი თეთრი ტილოა, რომელზეც სამივე სხვადასხვა ნახატს ხედავს და სამივე მართალია...

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tvscena.ge/​
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.