ნიკა მელია საქალაქო სასამართლომ 3000 ლარით დააჯარიმა
ნიკა მელია საქალაქო სასამართლომ 3000 ლარით დააჯარიმა. ის დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმაც დაადასტურა. სხდომის შემდეგ, რომელზეც მოსამართლემ მელია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მოსამართლე ლაშა თავართქილაძეს უთხრა, რომ მისი გადაწყვეტილება არაკანონიერი იყო. ნიკა მელიამ განმარტა, რომ მისი დაკავების ოქმი არაკანონიერად შედგა. საუბარი ეხება 11 ივნისს ზაზა სარალიძის მიერ გამართულ აქციას, რა დროსაც მელია წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავეს. სხდომაზე მეორე მხარედ წარმოდგენილი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელი. დაიკითხა სამი მოწმე, რომლებიც 11 ივნისს გამართულ აქციაზე მელიას დაკავებაში იღებდნენ მონაწილეობას. მოწმეებმა განმარტეს, რომ ნიკა მელიამ დაარღვია წესრიგი და გზის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა, რითიც მოძრაობა შეფერხდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ნიკა მელიას საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარლამენტმა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების საკითხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროკურატურა მელიას საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დეპუტატის მანდატის შეწყვეტის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა მელიას საქმეზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster