პროკურატურა მელიას საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
საქართველოს გენერალური პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს. სასამართლომ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდებისა და დამატებითი ვალდებულებების გამოყენებასთან დაკავშირებით სასამართლომ მოგვიანებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ, შუამდგომლობის განხილვისას, საქმის მასალების შეფასებისა და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, მიიჩნია, რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით არსებობს ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის აუცილებელი ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების მიზნების უზრუნველყოფა შესაძლებელია ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, 30 000 ლარის ოდენობით გირაოს პირობებშიც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ნიკა მელიას გირაო შეეფარდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მელიას საქმეზე გამოტანილ განჩინებას ორივე მხარე ასაჩივრებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნიკა მელიას საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროკურატურის შეთავაზება მელიას საქმეზე
Formula News
მოსამართლემ ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
გირაოს გადახდის შემთხვევაში, პროკურატურა მზად არის, ნიკა მელ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
წინასასამართლო სხდომა ნიკა მელიას საქმეზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster