ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დევნილთათვის განკუთვნილი კორპუსების მშენებლობა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა დაათვალიერა.
მისი თქმით, ბარამიას ქუჩაზე ოთხი 12- სართულიანი კორპუსი აშენდება, სადაც ბინას 288 დევნილი ოჯახი მიიღებს.
„დაპირებისამებრ ვაგრძელებთ მშენებლობას. ეს იქნება შესახლების მუდმივი ეტაპი, თავიდან გვქონდა 34 კორპუსზე გათვლა, თუმცა 20-მდე დავიყვანეთ, რადგან ქალაქდაგეგმარებამ მოითხოვა შემცირება“ - განაცხადა მან.
ამ ეტაპზე ბარამიას ქუჩაზე უკვე მიმდინარეობს 2 თორმეტსართულიანი სახლის სამშენებლო სამუშაოები 144 დევნილი ოჯახისთვის, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება.
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან ერთად მშენებლობის პროცესი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმაც მოინახულეს.
კორპუსების სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „დაგი“ განახორციელებს.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/