თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადება 11.04.2014

04/11/2014
Telavi municipality-ის მიერ

http://telavi-gov.ge/?p=6015
მიმდინარე წლის 10 აპრილს ორგანიზაცია „ივერიელის\" წარმომადგენლებმა ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი აქცია გააპროტესტეს. მოქალაქეებს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება.
ინციდენტის ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებიც, რომელთა მხრიდან საპირისპირო აზრის გამოხატვა მოხდა სხვადასხვა ფორმით.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შესწავლილ იქნა აღნიშნული თანამშრომლების აქციაზე ყოფნის გარემოებები.
განვმარტავთ, რომ აღნიშნული მოხელეები არ მუშაობენ კაბინეტურ რეჟიმში, შესაბამისად მათ უწევთ ქალაქის ტერიტორიაზე გადაადგილებაც. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული აქცია მიმდინარეობდა ხმაურით, მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეები ადგილზე მივიდნენ სიტუაციაში გარკვევის მიზნით. ისინი შეუერთდნენ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს და საერთო ემოციურ ფონზე საკუთარი უკმაყოფილება გამოხატეს ეთიკური ნორმების გადაცდომით, რის გამოც აქციაზე მყოფ ყველა მოხელეს ხელმძღვანელობის მხრიდან მიეცა სიტყვიერი მითითება, რათა მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს და დაცული იყოს დემოკრატიული პრინციპები. დემოკრატიული მმართველობა კი ითვალისწინებს განსხვავებული აზრის გამოხატვის თავისუფლებას და პატივისცემას. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის პროტესტის გამოხატვის ძალადობრივ ფორმებსაც.

ვიდეოები „Telavi municipality"-ისგან