შობა სომეხთა სამოციქულო ეკლესიაში


სომეხთა სამოციქულო ეკლესია ხვალ ქრისტეშობასა და ნათლისღებას აღნიშნავს. დღესასწაულის წინა საღამოს საზეიმო ღვთისმსახურება ავლაბარში, სურბ ეჩმიაძინის ტაძარში ტარდება. მრევლი მსახურებას ანთებული სანთლებით ესწრება, რომელიც სიმბოლურად ბეთლემის ვარსკვლავს განასახიერებს და შემდეგ ის სახლში მიაქვთ. ლიტურგიის შემდეგ დასრულდება ერთკვირიანი მარხვაც.

სომეხთა სამოციქულო ეკლესია ერთადერთია ქრისტიანულ ეკლესიებს შორის, რომელიც ქრისტეშობასა და ნათლისღებას ერთად აღნიშნავს. 7 იანვარს კი მერელოცი, ანუ მიცვალებულთა ხსენების დღე აღინიშნება. საღვთო ლიტურგიის შემდეგ, ეკლესიებში მიცვალებულთა სულებისთვის პანაშვიდს იხდიან  და საფლავზე გადიან.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან