შობა სომეხთა სამოციქულო ეკლესიაში

05.01.2021 01:10

ხვალ სომეხთა სამოციქულო ეკლესია ქრისტეშობისა და ნათლისღების დღესასწაულს ზეიმობს. ამ დღეს ყველა სომხურ ეკლესიაში საღმრთო ლიტურგია აღევლინება. თბილისის სურბ ეჯმიაძინის ეკლესიაში დღეს ჭრაგალუიცის წირვას საქართველოში სომხური ეპარქიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი ესწრებოდა. ხვალ საშობაო წმიდა წირვა სურბ გევორქის საკათედრო ტაძარში დილით დაიწყება. წირვის დასრულების შემდეგ შესრულდება ტრადიციული წყალკურთხევა. პანდემიისა და დაწესებული შეზღუდვების გამო, მრევლს, რომელიც ეკლესიაში ვერ მივიდა, წირვაზე დასწრების საშუალება ონლაინ ჰქონდათ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: