რეგიონული ტელევიზიების მონიტორინგი


საპრეზიდენტო კანდიდატების გაშუქებისას ნეიტრალური ტონი დაცული იყო, არ გამოვლენილა ხმით ან მუსიკით მანიპულირების, სიძულვილის ენისა თუ არაეთიკური გამონათქვამების გამოყენების შემთხვევები, სოციალურ რეკლამებში „ფარული პოლიტიკური რეკლამის\" ნიშნები არ დაფიქსირებულა, არჩევნების დღეს (27 ოქტომბერს) ტელეკომპანიათა უმეტესობა საგანგებო რეჟიმში მუშაობდა და მაყურებელს ინფორმაციას ოპერატიულად და მიუკერძოებლად აწვდიდა - „ინტერნიუსი - საქართველომ\" პროექტ „რეგიონული ტელევიზიების მონიტორინგი - საპრეზიდენტო არჩევნები 2013\"-ის შედეგები გაასაჯაროვა.
კვლევა რეგიონული მაუწყებლების მიერ მომზადებულ ტოქ-შოუებსაც შეეხო. დასკვნაში აღნიშნულია, რომ გადაცემის წამყვანები საკუთარ მოსაზრებებს ნაკლებად აფიქსირებდნენ, სვამდნენ კრიტიკულ კითხვებს და სტუმრებს საკუთარი აზრის ბოლომდე დაფიქსირების საშუალებას აძლევდნენ. მონიტორინგის შედეგებში აღნიშნულია, რომ ტოქ-შოუებში მონაწილე პირთა შორის, პოლიტიკური ბალანსი დაცული იყო. მონიტორინგი 2013 წლის 16 სექტემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით განხორციელდა.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/18eS19Q

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან