ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან
ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება, კოჰაბიტაცია, მოსალოდნელი საკონსტიტუციო ცვლილებები, რეგიონებში მიმდინარე საგაზაფხულო სამუშაოები და სამომავლოდ განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები,- ეს და სხვა საკითხები განიხილებოდა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენციაზე. ბიძინა ივანიშვილმა დღეს, თბილისში, „ექსპო-ჯორჯიას" პავილიონში, რეგიონული ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. როგორც პრემიერმა განაცხადა, მიმდინარე წელს რეგიონები 200 მილიონი ლარით დაფინანსდება, გაგრძელდება ყოფილი ხელისუფლების მიერ დაწყებული პროექტებიც. ჟურნალისტებმა ყურადღება ძირითადად, მათ რეგიონებში მიმდინარე პრობლემებზე გაამახვილეს. ბიძინა ივანიშვილმა საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე და რუსეთთან ურთიერთობის პერსპექტივებზეც ისაუბრა. პრესკონფერენცია, რომელიც ცენტრალური ტელევიზიების პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, რამდენიმე საათს გაგრძელდა. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/WiWOQs
მსგავსი ვიდეოები
"შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" - აჭარა /2030 (01.09.2016.)/
2030 Official
"შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" - სამეგრელო /2030 (08.09.20...
2030 Official
"შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" - გურია /2030 (05.09.2016.)/
2030 Official
"შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" - შიდა ქართლი/2030 (29.09.20...
2030 Official
"შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" - სამცხე-ჯავახეთი/2030 (19.0...
2030 Official
"შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" - მცხეთა-მთიანეთი /2030 (03....
2030 Official
"შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" - რაჭა /2030 (15.09.2016.)/
2030 Official
"შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" - იმერეთი /2030 (12.09.2016....
2030 Official