რიგით 23-ე სასამართლო პროცესი და მოწმეთა დაკითხვა თელავის რაიონულ სასამართლოში - დღეს კახეთის ყოფილი გუბერნატორის ყოფილი პირველი მოადგილის, გიორგი სიბაშვილის, პროცესი გაიმართა. სამი მოწმიდან სხოდმათა დარბაზში მხოლოდ ერთი მოწმე გამოცხადდა. დაკითხვისას მარიამ თიბილაშვილმა დაადასტურა, რომ „კახეთის განვითარების სააგენტოდან\" სამი თვის განმავლობაში 520 ლარის ოდენობით ხელფასს ნამდვილად იღებდა, სანაცვლოდ კი სააგენტოსთვის სხვადასხვა სახის სამუშაოებს ასრულებდა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი სიბაშვილს გამოძიება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და გაფლანგვაში ადანაშაულებს. მორიგი სასამართლო პროცესი 14 აპრილს გაიმართება.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1oj1tQL