დაპირისპირება რესტორან „ფიროსმანში"


წუხელ, გვიან ღამით, თელავში, რესტორან \"ფიროსმანში\", კუდის კახეთის სამმართველოს ყოფილ მაღალჩინოსან ალექსი ნინოშვილსა და თენგო ნოზაძეს შორის ურთიერთდაპირისპირება მოხდა. ცოტა ხანში დაპირისპირებულმა მხარეებმა ქუჩაში გადაინაცვლეს, სადაც ხელჩართული, ჯგუფური ჩხუბი გაიმართა. ურთიერთდაპირისპირების დროს თენგო ნოზაძე მძიმედ დაშავდა. ის რამდენიმე წუთის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. გამოძიებას კრიმინალური პოლიცია აწარმოებს. დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას „ახალი ამბების\" სააგენტო „kakhetinews.ge\" ავრცელებს.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1iN2Wdw

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან