მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა / ოპოზიციის არჩევანი #LIVE

11.12.2020 01:05:55

• მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ოპოზიციის გარეშე და პრეზიდენტის გზავნილები - კანონმდებლებმა ქვეყნის წინაშე ფიცი დადეს; 87-მა დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარე და ვიცე-სპიკერატი აირჩია; დღეიდან სამთავრობო გუნდის წევრებს მოვალეობის შემსრულებლის სტატუსი აქვთ; „ქართული ოცნება“ მთავრობის ახალ შემადგენლობას ორი კვირის ვადაში წარადგენს; • ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის პირველ სხდომას ქუჩაში, ბოიკოტის სიმბოლური აქტის გაფორმებით შეხვდა - ხუთი პარტია ხელმოწერებით ადასტურებს, რომ ცესკო-დან პარტიულ სიებს ჩახსნის და საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის; ცერემონიას არ შეუერთდნენ „რესპუბლიკური პარტია“, „პატრიოტთა ალიანსი“, „მოქალაქეები“ და „გირჩი“; ოპოზიციის არჩევანი და პოლიტიკური შეფასებები; • საქართველოს ახალი შანსი ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციიის კუთხით, ბოიკოტის პოლიტიკური ფასი და ჯეიმზ აპატურაის გზავნილი - ჩრდილო-ატალანტიკური ალიანსი საქართველოს ნატო-სთან ინტეგრაციის საკითხს განიხილავს; „პირველ არხთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აპატურაი აცხადებს, რომ ნატო-ს წევრ ქვეყნებში ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტის პრაქტიკა არ არსებობს, ევროპელი კანონმდებლები კი ქვეყნის შანსებზე საუბრობენ და მხარეებს საქართველოს წინაშე პასუხისმგებლობის გააზრებისკენ მოუწოდებენ; • უკვე სამი დღეა, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი სტაბილურია - ფართომასშტაბიანი ტესტირების მიუხედავად ინფიცირების რიცხვი მცირდება, თუმცა ლეტალობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია; სპეციალისტები შემთხვევების ეტაპობრივ კლებას ელოდებიან; ქვეყანა ვაქცინას გაზაფხულიდან მიიღებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: