მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა
მეათე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა ოპოზიციის გარეშე დაიწყო. ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიებიდან საკანონმდებლო ორგანოში დღეს არცერთი შევიდა. საპარლამენტო არჩევნებიდან თვენახევრის თავზე შეკრებილ პარლამენტში საპარლამენტო თანამდებობები უკვე გადანაწილებულია. უმრავლესობას ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ 90-კაციან ფრაქციას კი მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს. სპიკერის პოსტი უკვე მეორედ არჩილ თალაკვაძეს ერგო. სესიის დროს დარბაზში ისხდნენ ელჩებიც, მათ შორის კელი დეგნანი. „დავიღალეთ ერთ წრეზე ბრუნვით“, - ეს იყო ერთ-ერთი მთავარი გზავნილი პრეზიდენტის, რომელმაც დღევანდელი სხდომა თითქმის ნახევარსაათიანი მიმართვით გახსნა. საქართველოს პრეზიდენტის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე სხდომას უხუცესი დეპუტატი, ლადო კახაძე უძღვებოდა. საკანონმდებლო ორგანოში შეკრებილების არჩევნების საბოლოო შედეგები ცესკო-ს თავმჯდომარემ გააცნო. სამანდატო კომისიის გადწყვეტილების შემდეგ კი პარლამენტმა დეპუტატების უფლებამოსილება ცნო. შესაბამისად, მინისტრთა კაბინეტის წევრებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უფლებამოსილება შეუწყდათ. პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობის დასამტკიცებლად ორკვირიანი ვადა აქვს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა #მოამბე სპეციალური...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა / ოპოზიციის არჩევა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა #მოამბე სპეციალური...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პ...
Beso Mikava