ოპოზიციის საარჩევნო კამპანია

18.08.2021 06:07

ოპოზიციის ნაწილი ბათუმში წარსადგენ კანდიდატებზე შეთანხმდა. კოორდინაცია ამჯერად „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“, „დროას“, „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ შორის მოხერხდა. სწორედ ეს პოლიტიკური ძალები გაიყოფენ ბათუმის მაჟორიტარულ ოლქებს. თუმცა შეთანხმებას არ უერთდება და ბათუმში დამოუკიდებელი გეგმით მოქმედებს „გირჩი - მეტი თავისუფლება”, რომელიც თბილისში „ნაციონალურ მოძრაობასთან“, „ევროპულ საქართველოსთან“ და „დროასთან“ თანამშრომლობს. ბათუმში გაფორმებული შეთანხმების ხელმომწერთა შორის მოულოდნელი იყო „სტრატეგია აღმაშენებლის“ გამოჩენა, რომელსაც ცალკე საარჩევნო სტრატეგია აქვს, რაც ამომრჩევლების მოზიდვას მესამე ალტერნატიული ცენტრის გარშემო გულისხმობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: