Ciskari - ცისკარი - تسیسگری
"ცისკარი" ------------------- სამშობლო,ჩემი პურის მადლი სულში მგალობელი სირინოზი სამშობლო,ჩემი ტკივილ-დარდი უფლის მიწიერი ანგელოზი ------------------- Vers1 ასეთი არ მყავდი ნანახი, გესროლონ, ვერ მოგკლავს ცხრა ტვია, სახეზე გიხდება ტალახი, გულ-მკერდზე სამშობლო გატყვია. ხვალ ნახონ აჯობებს, ვის_ ვინა, შენ მტერო!_ შეხედე მათ თვალებს, უფალმა ყოველი ისმინა, ეცადეს, მაგრამ ვერ დაგთვალეს. უწამლებ ზვრებსა და ვენახებს, ლომგულა მზერა გაქვს იბერის, ასეთი მინდოდა მენახე, ბოკვერო, შობილო იმ ერის. რომელსაც დასცემენ ვეროდეს, ყლორტები დახეთქავს ქვა-ღორღებს. სატანავ, ნახე და გჯეროდეს, ქართველს სულ სამშობლო აბოდებს. ------------------------ ჩემი სანთელი და ჩემი ღმერთი მთები,გვირილებით სავსე ველი სამშობლო-ჩემი მამულეთი მხოლოდ სიცოცხლეში გასაცვლელი ------------------------ Vers2 შეხედე, ფესვებმა იკვირტეს, მზარავდა სიმყაყე ჭაობის, თუმცა შენ რა უნდა გიკვირდეს, მამულო, ამ გმირი თაობის. შენ ხარ და იყვავებს სხვარიგად, ეს მთები, ბაღიც და ბალახიც, უხდები, გიხდება რარიგად, სამშობლოს ზეცაც და ტალახიც. გიხუტებ, მიხვდები რომ გული, მკერში არ მეტევა, ვამაყობ, სამშობლოს მცველი ხარ, ლომგული, მთის ქედზე დგახარ და ვარაყობ. ასეთი არ მყავდი ნანახი, გესროლონ, ვერ მოგკლავს ცხრა ტვია, სახეზე გიხდება ტალახი, გულ-მკერდზე სამშობლო გატყვია. ----------------------- სამშობლო,ჩემი პურის მადლი სულში მგალობელი სირინოზი სამშობლო,ჩემი ტკივილ-დარდი უფლის მიწიერი ანგელოზი ჩემი სანთელი და ჩემი ღმერთი მთები,გვირილებით სავსე ველი სამშობლო-ჩემი მამულეთი მხოლოდ სიცოცხლეში გასაცვლელი ----------------------- *************** https://soundcloud.com/mcxboyy/ciskari • Ciskari - ცისკარი - تسیسگری http://www.aparat.com/v/IKmdO http://cdn.persiangig.com/download/kJ... *************** soundcloud.com/mcxboyy youtube: https://goo.gl/6Yzk33 facebook.com/McXBoyy instagram.com/mcxboyy telegram.me/mcxboyy ***************
მსგავსი ვიდეოები
ცისკარი/ciskari 13.06.2021 "ქართული სუიტა"
Romeo Bulia
"ცისკარი"/"ciskari" 03.09.2022 nedelino,bulgaria.
Romeo Bulia
ensemble "ciskari"\\ანსამბლი "ცისკარი" 06.06.2022ზუგდიდი~zug...
Romeo Bulia
ensemble "ciskari" 09.07.2022\\ანსამბლი "ცისკარი" ---"კავკას...
Romeo Bulia
"ცისკარი" ---- "სვანური" საიუბილეო საღამო 30.04.2022 ზუგდიდი...
Romeo Bulia
"ცისკარი" ზუგდიდი,საქართველო.06.06.2022. "ciskari" zugdidi,g...
Romeo Bulia
ნანა ნანინა.Nana nanina.
R 888
სევდის ბაღში ტირის წყარო.
R 888