Geperebi - გეფერები - گپربی

10/27/2016
Mc Xboy-ის მიერ

გეფერები
-----
გეფერები, გელექსები ჩემო,
შენს მიწაზე ანგელოზნი მღერენ,
ჩემს ტკივილზე აბა როგორ ვწერო,
ჯერ სამშობლო, დანარჩენი მერე.
ღვთისმშობელის გაფარია კალთა,
ის გიფანტავს ტკივილიან ფერებს,
გეფარებით გადაგვირჩე რათა,
შენ სამშობლოვ, დანარჩენი მერე.
----------
ნახე რა მიწა გაქვს, ნახე, რა სამშობლო შვილო,
ყლორტო მამულისა, ხვალ კი საიმედო ძირო,
სადაც ახლა დგახარ უფლის ნაკურთხია თავად,
რწმენით იარე და მზერა არ მოზიდო ავად.
ნახე, რა მთები გაქვს, ცასთან მიგიწვდება სახე,
რა სამშობლო გერგო თავად უფლისაგან ნახე,
მხრებში გაიშალე, ქართველს არ უხდება მოხრა,
წამიც არ გაივლო გულში წუწუნი და ოხვრა.
გახსოვს ბავშვობაში ლოცვას გასწავლიდი შვილო,
ჩემო საფიცარო საქართველოსავით ტკბილო,
ხატებს ვერ სწვდებოდი ცერებს ადგებოდი ზედა,
ჯერ ის დაიფიცე, მერე დაიფიცე დედა.
ამ ვრცელ სამყაროში ერთი საქართველო არის,
მასში სხვა მზე არის, სულ სხვა ელვარება მთვარის,
ისიც შენ გეკუთვნის, ნახე, რა სიმდიდრე მოგცეს,
უფალს მადლობდე და მისთვის აღავლენდე ლოცვებს.
---------------------
ბილიკ–ბილიკ დაგირბინო უნდა,
მოვიფერო მთა, წყარო თუ ღელე,
ოცნებებიც ნუ ახდება თუნდა,
ჯერ მამული, დანარჩენი მერე.
არად მიღირს სხვა რამ აღმა–ფრენა,
არც ის ჩემო, რაც ლექსებად გწერე,
ჯერ უფალი და ღმერთების ენა,
ჯერ სამშობლო, ყველაფერი მერე!
------
შენ რომ მამული გაქვს, მსგავსი არ არსებობს არსად,
ფიქრშიც არ გასცვალო, არც რა ოქრო–ვერცხლის ფასად,
აბა შენ იცი და შენმა ვაჟკაცობამ იცის,
მირონგაჟღენთილი მადლი საქართველოს მიწის.
ნახე რა ზეცა გაქვს, ნახე რა ტაძრები გიცავს,
მთათა ბილიკები, ყველა სალოცავში მიდის,
შენ რომ თავზე გხურავს ბევრი ეშურება იმ ცას,
ირგვლივ ღალატია, ვიღაც სინდის–ნამუსს ყიდის.
აბა შენ იცი და შენმა ვაჟკაცობამ დედი,
ღმერთმა დაგაბერტყა მადლად ქართველობის ბედი,
შენი წინაპარი თითქმის წმინდანია ყველა,
ჯიშს არ უღალატებ, ვიცი, შენი გულის მჯერა.
ცისკრის შესადარი ენით შეგიძლია ლოცვა,
ნახე დალოცვილმა, ნახე, რა სამშობლო მოგცა,
ვისი გორისა ხარ, პაპა ანდერძივით გწერდა,
ჯერ ის დაიფიცე, მერე დაიფიცე დედა.
-----------------
https://soundcloud.com/mcxboyy/geperebi
   • Geperebi - გეფერები - گپربی  
http://cdn.persiangig.com/download/FJ...
http://www.aparat.com/v/xOXTw
----
soundcloud.com/mcxboyy
youtube: https://goo.gl/6Yzk33
facebook.com/McXBoyy
instagram.com/mcxboyy
telegram.me/mcxboyy
------------