Siyvaruli - სიყვარული - سیقورولی

11/16/2016
Mc Xboy-ის მიერ

\"სიყვარული\"
***
Vers1
სიყვარული მინდა _ბევრი!
მიწისა და ზეცის ტოლი,
მოკეთენი, ცოტა მტერი,
სითბო, ჯერ არ ანაწონი.
სიყვარული მინდა მუდამ,
ღამითა თუ დილით, მზისით,
სიყვარულის მადლი მსურდა,
მხოლოდ ჩემი, არა სხვისი.
სიყვარული მინდა ყველგან,
ცადაბჯენილ მთებში, ბარში,
სილამაზეს სადაც ვხედავ,
ქართველების გულში, სახლში.
ყველამ გავხსნათ კარ-ფანჯარა,
გულის, სახლის, როგორც ერთი,
ვიდრე შურმა შეგვაჯავრა,
ერთურთი და ერთმანეთი.
სიყვარული მინდა ჩქარა,
სიყვარული მინდა მალე,
სიყვარული მინდა,კმარა!
სიძულვილით დავიღალე.
სიყვარული უთავბოლო,
სურნელა და ვარდიანი,
სიყვარული მინდა მხოლოდ
ქართული და მადლიანი!
***************
***************
სიყვარული სიყვარული,სიყვარული სიყვარული
სიყვარული მინდა ბევრი,სიყვარული სიყვარული
სიყვარული სიყვარული,სიყვარული სიყვარული
სიყვარული მინდა ბევრი,სიყვარული სიყვარული
***************
Vers2
***************
გარეთ, ხან ქარია,
ხან ქარაშოტები,
დუმილის გაკვეთილს მიტარებ
მგონი და,
ტირიფზე ირხევა
დახრილი ტოტები,
შენი ხმა მაფხიზლებს
ძალიან შორიდან.
ამწეწე გულიდან,
ვით ქარი თავხედი
აურევს ფოთლებს და
არც ნაღვლობს არადა,
ხმაურით მოსული,
რა ჩუმად წახვედი,
თუმცაღა იცოდი სიშორე მზარავდა.
და თუნდაც დავეცე,
სიყვარულს ვერ დახრი,
ის ჩემში დარჩება
გინდა დღეს, გინდა ხვალ,
სიზმრიდან, ცხადიდან,
მუდამ შენ გეძახი,
გნატრობ და
იცოდე ძალიან მიყვარხარ.
***************
  / siyvaruli  
   • Siyvaruli - სიყვარული - سیقورولی  
http://www.aparat.com/v/KCkAf
http://cdn.persiangig.com/download/xV...
***************
soundcloud.com/mcxboyy
youtube: https://goo.gl/6Yzk33
facebook.com/McXBoyy
instagram.com/mcxboyy
telegram.me/mcxboyy
***************