პუტინის ყოველწლიური მიმართვა ფედერაციული საბჭოსადმი
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის სტრატეგიული ძალები გარანტირებული გამოყენებისთვის სრულ მზადყოფნაშია. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციული საბჭოსადმი ყოველწლიურ მიმართვაში განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინაში ომი დასავლეთმა წამოიწყო, ხოლო რუსეთი მას დაასრულებს. პუტინის თქმით, რუსეთის არმია უკრაინაში ბრძოლის ველზე უპირატესობას ფლობს და უტევს. ამასთან, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს ევროპაზე თავდასხმას, თუმცა ევროპელები მზად არ არიან ომისთვის. ამავე კონტექსტში რუსეთის პრეზიდენტმა აშშ და მისი მოკავშირეები დაადანაშაულა ევროპული უსაფრთხოების არსებული სისტემის დემონტაჟში და განაცხადა, რომ აუცილებელია ახალი „ევრაზიული უსაფრთხოების სისტემის“ ფორმირება. პუტინის თქმით, რუსეთი მზადაა ყველა მხარესთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა მისივე განცხადებით, სუვერენული და ძლიერი რუსეთის გარეშე ეს შეუძლებელია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#მოამბე 21 საათზე, 21 თებერვალი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„უსაფრთხოების გარანტიები“ - პუტინის ულტიმატუმი დასავლეთს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯო ბაიდენმა კონგრესში რუსეთისთვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქც...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პუტინი: საფრთხის შემთხვევაში, რუსეთი იარაღს ამერიკასაც დაუმი...
Tv Kavkasia
რუსეთის მთავრობა გადადგა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ რუსეთისათვის საჰაერო სივრცეს კეტავს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის პრეზიდენტის პრესკონფერენცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster