ნაფარეულში ქვევრის ღვინის მუზეუმი გაიხსნა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში „ტყუპების საღვინე სახლში" ქვევრის ღვინის მუზეუმი გაიხსნა. სამუზეუმო კომპლექსი 8 მეტრიანი ქვევრის ძეგლისგან და რამდენიმე დარბაზისგან შედგება, სადაც ქვევრის წარმოებისა და ღვინის დაყენების სრული პროცესია აღწერილი. მუზეუმში წარმოდგენილია 15 წლიანი ღვინოების კოლექცია საარქივო ფოტო მასალა და ინფორმაცია ქართული ვაზის ჯიშების, ქვევრის, მარნისა და საწნახელის შესახებ. მუზეუმის გახსნას სოფლის მეურნეობის მინისტრი, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი და კახეთის გუბერნატორი დაესწრნენ. ქვევრის და ქვევრის ღვინის მუზეუმის დანიშნულებაა, როგორც უცხოელ ტურისტებს, ასევე ქართველ სტუმრებს ქვევრის და ქვევრის ღვინის წარმოების პროცესი გააცნოს. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1gOI1CQ
მსგავსი ვიდეოები
ქვევრის ღვინის მუზეუმი ნაფარეულში. 16.05.2014
ღვინის ეროვნული სააგენტო
საქართველო - ღვინის სამშობლო! ღვინის 8000 წლიანი ისტორია!
HISTORY GEO
Twins Wine Cellar ( wine shop, restaurant ) / ტყუპების საღვი...
TBILISI.TV
გამგებლის მოადგილეს უხეშობაში ადანაშაულებენ
ტელეკომპანია თანამგზავრი
ნაფარეულში,რობერტ იანტბელიძე
Robert Tbeli
,,ნაფარეულში ,,სასწრაფოს" მშენებარე კომპანია გაიქცა. ნიკა ვა...
Georgian Labour Party
ხანძარი ნაფარეულში
ტელეკომპანია თანამგზავრი
პრობლემები ნაფარეულში
ტელეკომპანია თანამგზავრი