მერობის კანდიდატისა და გამგებლის ურთიერთბრალდებები სენაკში
სენაკის მერობის ყოფილი კანდიდატი „შენების მოძრაობიდან“ აპოლონ გარუჩავა „ქართულ ოცნებას“ მუქარაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, მმართველი პარტიის დავალებით მას არჩევნების დღეს რამდენიმე პირმა არაერთხელ დაურეკა და ფიზიკური განადგურებით დაემუქრა. მისივე თქმით, მუქარის მიზეზი გარუჩავას მიერ ატვირთული ვიდეო მასალაა, რომელშიც ჩანს, რომ მმართველი პარტიის დავალებით არასწრულწლოვანს სააგიტაციო პლაკატების ჩამოხევა დაავალეს და სანაცვლოდ 20 ლარი მისცეს. „ჯერ დამირეკა თეკლათის გამგებელმა და მითხრა, რომ ზედა ეშელონებს ჩარევს ამ ამბავში. შემდეგ კი დამირეკეს „ქართული ოცნების“ ზონდერებმა და მითხრეს, რომ ჩამოვიდოდნენ თბილისიდან და იყო სხვადასხავა სახის მუქარა. მათ არ მომცეს არჩევნებში თავისუფლად მონაწილეობის საშუალება“, - თქვა გარუჩავამ. მან დღეს გამართულ ასევე განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართავს. თავის მხრივ, თეკლათის გამგებელი ია აბულაძე ამბობს, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია და გარუჩავას არავინ დამუქრებია. რაც შეეხება პლაკატების ჩამოხევის ფაქტს, მისი თქმით, არასწრულწლოვნისთვის სააგიტაციო მასალის ჩამოხევა არავის დაუვალებია და ვიდეოში მოცემული მასალა გარუჩავამ არასრულწოვანს თავად ჩააწერინა. „ტყუილია, რომ მე მას ვემუქრები, პირიქით ხდება. საერთოდ არც ვიცოდი, რომ მერობის კანდიდატი იყო“, - თქვა აბულაძემ. რაც შეეხება ვიდეომასალას, გარუჩავამ ის საკუთარი ფეისბუქ გვერდიდან წაშალა და მიზეზად შეურაცხმყოფელი კომენატრები დაასახელა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
„ქართული ოცნების“ შტაბი: კორცხელში უხერხული კითხვები გეგა შე...
Radio Atinati
ვინ არიან თელავის მერობის და გამგებლის კანდიდატები
ტელეკომპანია თანამგზავრი
თელავის საოლქო-საარჩევნო კომისია
ტელეკომპანია თანამგზავრი
ზუგდიდის გამგებლის 9-თვიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენა ოპოზ...
Radio Atinati
თელავის მერობის კანდიდატების არჩევანი
ტელეკომპანია თანამგზავრი
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები
ტელეკომპანია თანამგზავრი
„ნაციონალური მოძრაობის" გამგებლობის და მერობის კანდიდატები
ტელეკომპანია თანამგზავრი
გიორგი მოსიაშვილი ხელისუფლებას საბოტაჟში ადანაშაულებს
ტელეკომპანია თანამგზავრი