განაჩენი 7 თვის ბავშვის მკვლელობის საქმეზე

26.09.2019 00:34

გორის რაიონულმა სასამართლომ 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედის მიმართ განაჩენი გამოაცხადა. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ 8 წლით ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. საბოლოო სასჯელი კი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად 6 წლით განისაზღვრა. მოკლული ბავშვის მამის ნათესავები სასჯელის უმაღლეს ზომას მოითხოვდნენ. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, 7 თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ჩვილის არასრულწლოვანი დედა პოლიციამ 21 მაისს დააკავა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: